წესდება

ნოემბერი 22, 2011
By

საქართველოს ტურიზმის მეცნიერებათა აკადემიის მიზნები და ამოცანები
საქართველოს ტურიზმის მეცნიერებათა აკადემია თავისი მიზნებითა და ამოცანებით ერთ-ერთი თვალსაჩინო სამეცნიერო კერაა არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც.
მისი ძირითადი საქმიანობის მიზანია
– ხელი შეუწყოს ტურიზმის სრულყოფას, მის მეცნიერულ წინსვლას. საერთაშორისო კავშირების გაფართოებას და ახალგაზრდობის ჰარმონიულ აღზრდას. აკადემია მიზნობრივად აერთიანებს ყველას, ვისაც საქმიანი შეხება აქვს ტურიზმთან, დამსახურებული პრაქტიკოსი მოღვაწიდან მეცნიერ-მუშაკამდე, მონათესავე დარგის სპეციალისტიდან ტურიზმით დაინტერესებული და ამ საქმის სიყვარულით დაჯილდოებულ ადამიანებამდე, რომლებიც დაუზოგავად გაიღებენ თავიანთ წვლილს დარგის სრულყოფასა და განვითარებისათვის.
აკადემიის ამოცანებია:
– ფუნდამენტურად გამოიკვლიოს ტურიზმის სხვადასხვა სახეობანი და განისაზღვროს მისი უწყვეტი კავშირი ქვეყანაში მიმდინარე ტურიზმის განვითარების სახელმწიფო პროგრამასთან, რისთვისაც;
– იზრუნოს ტურიზმის სფეროსათვის ისეთი პრესტიჟული სპეციალობების კადრების მოსამზადებლად. როგორიცაა: 1. ფიზიკური აღზრდა და სპორტი; 2.საერთაშორისო ტურიზმი და მარკეტინგი; 3. კულტურული ტურიზმი. 4.რელიგიური ტურიზმი.
სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის შინაარსობრივი სრულყოფის მიზნით შეიმუშაოს სიახლეები და უზრუნველყოს მოწინავე გამოცდილების მეცნიერული ანალიზი;
– ხელი შეუწყოს მოწინავე საინფორმაციო ტექნოლოგიის დანერგვას, სიახლეთა გავრცელებას, მეცნიერული მიღწევების გამოყენებას;
– ქმედითი დახმარება გაუწიოს ტურიზმის მეცნიერული კვლევით დაინტერესებულ მუშაკებს, იზრუნოს მათი ინტელექტუალური საკუთრებისა და სხვა სოციალური თუ სამართლებრივი უფლებების დასაცავად;
– უზრუნველყოს აკადემიის წევრთა და ტურიზმში მომუშავე მუშაკთა გაგზავნაზე საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებსა და ტურისტულ შეკრებებზე. მოაწყოს სამეცნიერო-შემოქმედებითი მივლინებები, მასობ რივი ტურისტული გადასვლები, შეჯიბრებები და სხვა.

 

 

 

 

საქართველოს ტურიზმის მეცნიერებათა აკადემიის
საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის
დებულება – ნორმატიული   აქტები
1. ზოგადი დებულებანი

1.1.საქართველოს ტურიზმის მეცნიერებათა აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობის სამსახური წარმოადგენს აკადემიის ერთად-ერთ  წამყვან სტრუქტურულ ქვედანაყოფს. იგი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონის და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, წინამდებარე აკადემიის წესდების და ამ დებულების შესაბამისად.
1.2.საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური თავისი მიმართულებით ანგარიშვალდებულია  აკადემიის ხელმძღვანელობის წინაშე და კანონის ფარგლებში ასრულებს თავის მოვალეობას.

2. სამსახურის კომპეტენციაში შედის

2.1. საზრვარგარეთის ტურიზმის დეპარტამენტებთან, ასოციაციებთან, ტურიზმის სააგენტოებთან, უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან, ტურისტულ კლუბებთან, აკადემიებისა და უნივერსიტეტების სამეცნიერო ცენტრებთან კავშირი, მათი  წარმომადგენლობების,  ტურისტების, სტუდენტების, პროფესორ–მასწავლებლების მიღება, ორგანიზაციული მხარის მოგვარება და გამგზავრება.
2.2. უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებთან მჭიდრო კონტაქტის დამყარების მიზნით ხელშეკრულებების დასადებად წინასწარი მომზადება
2.3. პროფესორ-მასწავლებელთა უცხოეთში სტაჟირებაზე და სტუდენტთა სასწავლებლად მივლინება
2.4. უცხოელი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების, მოსწავლეების სწავლება, მათთვის ლექციებისა და გაკვეთილების ჩატარება,  ქართული ადათ წესების გაცნობა, მომსახურება
2.5. უცხოეთში სასწავლებლად წამსვლელ სტუდენტთათვის საჭირო რჩევების     მიცემა
2.6. სტუდენტთა მობილობის ხელშეწყობა
2.7. სამეცნიერო კონფერენციებში, სიმპოზიუმებში, ტურისტულ შეკრებებში, კვლევით საქმიანობაში პროფესორ–მასწავლებელთა და სტუდენთა ჩართვის ხელშეწყობა
2.8. საქართველოში არსებულ უცხოეთის წარმომადგენლობებთან: საელჩოებთან,  სასწავლო ცენტრებთან, სხვადასხვა ფონდებთან კავშირი
2.9.ასევე, სამსახურის უშუალო კომპეტენციაში შედის ყველა იმ აქტების განხორციელება, რაც საქართველოს კანონით აკრძალული არ არის და შესაბამისობაშია საქართველოს ტურიზმის მეცნიერებათა აკადემიის წესდებასთან და სამსახურის დებულებასთან.
3. საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელობა

3.1. საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება პრეზიდენტის მიერ
3.2. სამსახურის უფროსი უშუალოდ წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პირადად არის პასუხისმგებელი სამსახურის გამართულ მუშაობაზე, ასრულებს წინამდებარე დებულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

4. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

4.1. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საეროდ მიღებული წესით.

Comments are closed.

ფოტო გალერეა

sam_0266 img_0165 sam_0256 sam_0282 img_0304 img_0102 img_0117 atomix img_0302



Sorry! No actual weather data available!